პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ექიმი ნინო გულუა დაასახელა.
დღესვე პარტიამ ადგილზე ოფისიც გახსნა, რომლის ხელმძღვანელი ჩხოროწყუს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე
ბესიკ ესებუაა. რაც შეეხება კანდიდატს, პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა ადგილობრივებს გულუა წარუდგინა და პარტიის მთავარ პრიორიტეტებზე ესაუბრა.
"ნინო არის ადამიანი, რომელიც უკვე 25 წელია, ოთხივე მუნიციპალიტეტში უწევს სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივებს და არის ღირსეული კანდიდატი", - თქვა ჯაშმა.
კანდიდატის თქმით კი, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ იყოს მოსახლეობის ხმა პარლამენტში, იმუშაოს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სხვა პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ამ ოთხ ოლქში ხალხს აწუხებს.
ამავე თემაზე:
ჯამბულ ნაჭყებია - ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი
მასალის გამოყენების პირობები