ზუგდიდელი 65 წლამდე მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გასულ თვეში დაუდასტურდა, დილით გარდაიცვალა. ის უნივერმაღის ყოფილ შენობაში არსებულ „ოქროს ბირჟაზე“ მუშაობდა,
მას აქ ვირუსი ერთ-ერთ პირველს დაუდგინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი თავდაპირველად მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მას თბილისში გადაყვანა რამდენიმე დღეში დასჭირდა. ამავე ცნობით, მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა.
ინფორმაციისთვის, კიდევ ერთი ზუგდიდელი კოვიდ19-ით 18 ოქტომბერს
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები