წუხელ გორის ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად ათი დაშავებული პირიდან, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება,
დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში უთხრეს.
გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ დაშავებულებმა საავადმყოფოს დატოვების სურვილი თავად გამოთქვეს და მათ სამკურნალო დაწესებულება ხელწერილის საფუძველზე დატოვეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, ის კრიტიკული მედიცინის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. კლინიკა "ჯერარსიში" ამბობენ, რომ პაციენტს მრავლობითი პოლიორგანული დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ამავე თემაზე:
გორთან ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა
გორის ავტობანზე ავტოავარიას ხუთი ზუგდიდელი მამაკაცი ემსხვერპლა
მასალის გამოყენების პირობები