ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში მამაკაცმა მეზობელს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლა.
დაშავებულს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით მომხდარზე 1970 წელს დაბადებული პირია დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები