სამეგრელოს მასშტაბით ორ კოვიდმიმღებ კლინიკაში 192 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში იმყოფება 152 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისა 64, ფოთის კლინიკაში კი მკურნალობის კურსს გადის 40 ინფიცირებული, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონში ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექცია
189 პირს გამოუვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები