რეგიონი
ყულევსა და ჭურიას შორის გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიას, კონკრეტულად კი ჭურიას შორის გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ნავთობ ტერმინალის და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - 60 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩაერთო რკინიგზის სახანძრო-სარკინიგზო შემადგენლობა.

ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყულევში იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი'', - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ფოტო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.