სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდკლინიკებში 195 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში 72 კოვიდ პაციენტი იმყოფება, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდდადებითი მკურნალობს, "სენამედის" კლინიკაში 35 კოვიდ პაციენტია, სენაკის "ლაზიკა მედიში" - 35, ფოთის კლინიკაში 24 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 11.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან 216 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საკარანტინო სოვრცეში 93 პირი რჩება,
გარდაიცვალა 73 წლის ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები