სენაკში, სოფელ კოტიანეთში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარმა მამამ იპოვა.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შს სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა როგორც უწყებაში ამბობენ ის შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს გამოძიების მიმდინარეობისას.
მასალის გამოყენების პირობები