ჩხოროწყუელ კობა წურწუმიას, რომელსაც გამოძიება მამის მკვლელობას ედავება, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გამართულ პროცესზე მიიღო.
35 წლის კობა წურწუმიას
ბრალი სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში ედება, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულს, რომელმაც, შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიების ვერსიით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში ახალგაზრდა მამაკაცმა 62 წლის მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები