ზუგდიდში ქალაქის ყველა და სოფლის სკოლების ნაწილში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქალაქის ყველა და სოფლების სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ უთხრა.
მისი განმარტებით, სოფლების იმ სკოლებში, სადაც მასწავლებლები ქალაქიდან დადიან, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო 1 თებერვლამდე მოსწავლეები დისტანციურად ისწავლიან.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ შეიზღუდა, შესაძლებელია მასწავლებლების ნაწილი ვერ მივიდეს და რამდენიმე სოფლის სკოლას დისტანციურად გააგრძელებს სასწავლო პროცესს. საუბარია ახალაბასთუმანის, ოდიშის მეორე საჯაროზე, ასევე ონარიის, რუხის, ურთას, ჭითაწყარის სკოლებზე, სადაც ქალაქის ტერიტორიიდან დაახლოებით 10 და მეტი პედაგოგი მიდის", - აღნიშნა მამუკა ბულიამ.
მისივე ინფორმაციით, სოფლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება.
მასალის გამოყენების პირობები