ხმაური და დაპირისპირება იყო სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, სადაც შეკრებილებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს.
მათ სამხარეო ადმინისტრაციაში შესვლა და შენობაზე პოსტერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, რის გამოც ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა.
ორგანიზაცია "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციასთან
კარავი გაშალეს. მათი თქმით, ამ ფორმით ისინი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აქ გარკვეული დროით აპირებენ დარჩენას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები