ფოთში, სავარაუდოდ, დაკვამლიანების გამო 2 ადამიანი გარდაიცვალა
ფოთში, საცხოვრებელ სახლში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცისა და მისი მომვლელის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი დაკვამლიანება გახდა.
ორივე გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები