ფოთში, პოლიციის მომსახურების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
ის ადგილზევე გარდაიცვალა.
შს სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები