ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთი 57 დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 10 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია შტოპცოვ.გე-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 Pჩღ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 255 385-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 311 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც: 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 953, აჭარაში - 171, იმერეთში - 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში- 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 110.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 715 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 410", - განმარტა ბერდია სიჭინავამ.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 601-ს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.