Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 26 დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამეში ჩატარდა 22 127 კვლევა ტესტით, მათ შორის, 14 103 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 024 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 650-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679.
მასალის გამოყენების პირობები