აბაშაში 60 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, მეზობელმა მამაკაცმა გააუპატიურა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს და მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები