საოკუპაციო ხაზთან დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები ენგურის ხიდთან მიასვენეს (ფოტო)
14:49 / 09.04.2021
ზუგდიდის სოფელ შამგონაში, მდინარის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული ცოლ - ქმრის ცხედრები ენგურის ხიდთან მიასვენეს.
ისინი ხიდთან ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა მიაცილეს და იქ გამოეთხოვნენ მიცვალებულებს.
გარდაცვლილებს პატივი მიაგეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა. რუხში იმყოფებიან ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია.
ინფორმაციისთვის, გალის მკვიდრები მდინარის გავლით ზუგდიდში ცდილობდნენ გადმოსვლას, რა დროსაც წყლის ნაკადს ვერ გაუმკლავდნენ ადიდებული მდინარიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხეს.
საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.
მდინარე ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული 30 წლის თამუნა ცატავას ცხედარი ზუგდიდიდან ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში უკვე გადაასვენეს. ამავე გზით, ზუგდიდიდან გალის რაიონში, სოფელ ჭუბურხინჯში გუშინ გადაასვენეს 62 წლის თამაზ ბასლანძე. კიდევ ორ დაღუპულს, ცოლ-ქმარ მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას ცხედრებს გალის რაიონში ამ წუთებში მიასვენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები