პოლიციამ ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი, 1942 წელს დაბადებული დ.მ. დააკავა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს - 1997 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხობის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა შვილიშვილი დანით
დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულ 25 წლამდე ახალგაზრდას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მასალის გამოყენების პირობები