თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.
მისივე განმარტებით, გათავისუფლებულია მძევლები პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრი 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა. ამავე ცნობით, ის პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა.
ფოტო:
IPN
მასალის გამოყენების პირობები