სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორონავირუსის გამო ამ დროისთვის 27 საჯარო სკოლა დაიხურა და სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ონლაინ რეჟიმზეა გადასული რეგიონის სხვადასხვა სკოლის 26 კლასი. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, დღეის მონაცემებით სულ 20 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა დახურული.
მასალის გამოყენების პირობები