აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქმა, იოანემ მიიღო. ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა ანტიოქიის საპატრიარქოს
ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზეა გამოქვეყნებული, წერს "ეხო კავკაზა". მსოფლიოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში ანტიოქიის ეკლესია მესამეა კონსტანტინოპოლის და ალექსანდრიის საპატრიარქოების შემდეგ.
ასლან ბჟანია, აფხაზურ დელეგაციასთან ერთად, სირიაში "ოფიციალური ვიზიტით" 16 მაისს ჩავიდა. ის შეხვდა სირიის პრეზიდენტ ასადს და პრემიერ-მინისტრ არნუსს.
გარდა ამისა, 18 მაისს, დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სავაჭრო- სამრეწველო პალატის" წარმომადგენლობაც გაიხსნა.
სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები