ხობში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ხობის სოფელ ხეთაში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ბიძას სცემა, რის შემდეგ შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები