დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 04:00 საათამდე იმოქმედებს
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება", – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
გადაადგილებაზე შეზღუდვა საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბერს დაწესდა. 17 მაისს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათმა 2 საათით გადაიწია. აკრძალულ დროს გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები