3 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
26 წლამდე მამაკაცი უკვე იდენტიფიცირებულია ოჯახის წევრების მიერ.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო რამდენიმე ათეული მაშველი და სპეციალური ტექნიკა.
მამაკაცი ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და წყალში შესვლიდან მალევე გაუჩინარდა. ის, სავარაუდოდ, წყალმა გაიტაცა.
მასალის გამოყენების პირობები