სამეგრელოში კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 22 დაფიქსირდა.
რეგიონში ბოლო 24 საათში ვირუსისგან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ქვეყნის მასშტაბით კი მათმა რაოდენობამ 910-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947, საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რუხის კლინიკაში 95 კოვიდ პაციენტია მოთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები