შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული
ბ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებულ ა.პ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციისთვის, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით გუშინ, 11 ივლისს დაჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები