ჩხოროწყუში, სოფელ ჭოღას ტერიტორიაზე, მდინარე ოჩხომურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, კიდევ 2 კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ალბათ მუხრუჭი ჰქონდა გაფუჭებული, ვერ გაჩერდა მანქანა და გადავარდნენ. კურზუში ყოფილან სამუშაოებზე, იქიდან მოდიოდნენ", - უთხრა რადიო
"ათინათს" ჭოღას მკვიდრმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ფოტოები: ილია გვაჯაია
მასალის გამოყენების პირობები