კორონავირუსმა სამეგრელოში მცხოვრები კიდევ 5 ადამიანი იმსხვერპლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში მცხოვრები 5 პირი გარდაიცვალა.
3 მათგანი წალენჯიხის მკვიდრია, დანარჩენი ორი ფოთიდან და მარტვილიდან იყო. პაციენტების ასაკი 70-დან 90 წლამდე მერყეობს.
ამავე ცნობით, ისინი რუხის, ფოთის, სენაკისა და თბილისის კოვიდმიმღებ ცენტრებში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
ბოლო 24:00 საათში ვირუსისგან 357 პირი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციისთვის, 31 აგვისტოსაც კოვიდ-19-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები