ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფოთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონს შეეჯახა.
სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები