"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ საკუთარი არჩევანი #1 უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, თვითმმართველობის დღევანდელ არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება.
მან კოალიციური მთავრობის შექნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"გვინდა სიღარიბეში, სიბინძურეში, გაუტანლობაში ცხოვრება? თუ გვინდა ცივილიზაცია, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სამუშაო ადგილები, ბავშვების სწავლა-განათლება, ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ? მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს. ამ მთავრობამ თავისი უსუსურობა გუშინაც დაგვანახა. ეს იყო საშინელება, რაც გააკეთეს, იმიტომ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ამ ცხრა წლის განმავლობაში დაანგრიეს და მოსპეს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. მე მინდა რომ საქართველოში გათენდეს, ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა, ეს არის ჩვენი ხსნა", - აღნიშნა კანდიდატმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 15.68 % შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები