ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც შამგონასა და ახალ აბასთუმანს აერთიანებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა ლაშა ბეჭვაიამ მოიგო. ამავე ინფორმაციით, დათვლილია 4-ვე უბანი და მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე უკვე აიტვირთა.
ამომრჩევლის ხმები ასე გადანაწილდა:
ლაშა ბეჭვაია - ენმ - 43,28% (811 ხმა );
ნანი ღვამბერია - "გახარია-საქართველოსთვის" - 16, 28% (305);
მამუკა თოლორაია - "ქართული ოცნება" - 40,45% (758);აღნიშნულ ოლქში სულ 77 ბიულეტენი გაბათილდა. აქ ჯამში რეგისტრირებულია 4 425 ამომრჩეველი, კენჭისყრაში მონაწილეობა კი 1939 მოქალაქემ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები