Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 444 დაფიქსირდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256, საიდანაც 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციის პერიოდს 22 279 მოქალაქე გადის.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.
მასალის გამოყენების პირობები