სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19 კიდევ 380-მდე პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 378 დაფიქსირდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, ხოლო 43 გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 49 523, საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პაციენტი. 42 362 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 36 580 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 944-ს.
მასალის გამოყენების პირობები