ზუგდიდის 33 უბნის მონაცემები: მამუკა წოწერია 53, 24%, ანზორ მელია 46,75%
ზუგდიდში 33 უბნის მონაცემებით, მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია იმარჯვებს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,
მამუკა წოწერიამ ხმების 53, 24% მიიღო, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა ანზორ მელიამ - 46,75%.
ინფორმაციისთვის, სულ ზუგდიდში 109 უბანია გახსნილი, მათ შორის, ერთი კოვიდუბანია. #67 - ე ოლქში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები