ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან მარტვილის ეპარქიაში, ტაძრიდან
ძალის გამოყენებით გაყვანილი ბერმონაზვნები.
სასულიერო პირების ადვოკატის, ლაშა ხოშტარიას ინფორმაციით, იკითხება 10-მდე ბერმონაზონი, მათგან ორს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შსს ცნობით, სასულიერო პირები პოლიციაში გამოკითხვით მიზნით გადაიყვანეს. უწყება მათ დაკავებას ჯერ არ ადასტურებს.
მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში იმყოფება. ადგილზე მრევლი და სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
ინფორმაციისთვის, სალხინოს სამონასტრო კომპლექსიდან ბერები, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, სამართალდამცავებთან ერთად, ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
მიტროპოლიტის მიერ
განკვეთილ ბერებს ტაძრის დასატოვებლად მიცემული დრო
გუშინ ამოეწურათ.
მასალის გამოყენების პირობები