ხმაური იყო ჭყონდიდისა და მარტვილის რეზიდენციის შესასვლელთან. თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს
შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც პოლიციამ 7 ახალგაზრდა დააკავა. ისინი, განყოფილებაში, სავარაუდოდ, გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.
ამავე ცნობით, ახალგაზრდებს სალხინოს მონასტერში სურდათ შესვლა, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო წირვა აღავლინა.
ეპარქიის მმართველმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ეკლესია
განკვეთილი ბერებისგან გათავისუფლდა. მასთან ერთად ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი იმყოფება .
ეპარქიის რეზიდენციისა და სალხინოს ეკლესიის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები