რეგიონი
მოშიმშილეებმა ბესიკ ჭეჟიას უარი უთხრეს საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებაზე
მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ბესიკ ჭეჟიას თხოვნისა, ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი არ დატოვეს.

მანამდე ბესიკ ჭეჟიამ უპასუხა ოპოზიციონერი მოშიმშილეების ბრალდებებს და  უთხრა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით უჩვეულო და უკანონო არაფერი ხდება. მისი თქმით მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის 15 ნოემბრამდე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილვევად გაიტანოს წარმომადგენლობით ორგანოში.

მოშიმშილეებთან ერთად არიან ენმ-ს სხვა წევრები და მხარდამჭერები. ისინი დარბაზი დატოვებას არ აპირებენ. მანამდე, დაცვის თანამშრომლები ენმ-ს წევრებს სხდომათა დარბაზში ლეიბების შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

ახლად არჩეული საკრებულოს წევრის მაია კალანდიას თქმით, მათ ფრაქციის ოთახიდან, სხდომათა დარბაზში იმიტომ გადაინაცვლეს, რომ აპროტესტებენ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაჩქარებას. კალანდია მიიჩნევს, რომ მოქმედ საკრებულოს სასწრაფოდ სურს მიიღოს ბიუჯეტი, რომელიც მისივე თქმით, არა ქალაქის, არამედ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების და აქტივისტების არის. 


ამავე თემაზე:

ენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ

ჩქარობს თუ არა ზუგდიდის საკრებულო და მერია ბიუჯეტის დამტკიცებას - შეფასებები და მოლოდინი

ზუგდიდის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად ემზადება - წითლიძე




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.