სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 106 მოქალაქეს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, ხოლო 47 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 015 დაფიქსირდა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 606 შეადგენს, საიდანაც 6 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი. 36 880 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში კი 41 660 ადამიანი იმყოფება.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 840 593-ს.
მასალის გამოყენების პირობები