ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აირი დარსალია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლო დარბაზიდანვე გადაიყვანეს.
ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა,
2019 წელს დააკავეს. დაზარალებული თქმით, ის იარაღის მუქარით ტყეში გაიტაცეს, სადაც დარსალიამ მასზე სექსუალურად იძალადა.
ყოფილი სამართალდამცველის ოჯახი მიიჩნევს, რომ დარსალია უდანაშაულოა.
მასალის გამოყენების პირობები