სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ამავე ცნობით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია და ის ზუგდიდის მკვიდრი იყო. პაციენტი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.
დღის განმავლობაში ვირუსისგან 250-მდე პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 350-ზე მეტი პაციენტი კლინიკებში რჩება.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები