სამეგრელოში კორონავირუსის 160-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა
2 105 პირი, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში1 821 დაფიქსირდა, აჭარა - 460, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 220, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 255, საიდანაც 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.
მასალის გამოყენების პირობები