ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი,
ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 3 222 დაფიქსირდა, აჭარა - 768, იმერეთი - 483, ქვემო ქართლი - 189, შიდა ქართლი - 203, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 771, საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 995 687-ს.
მასალის გამოყენების პირობები