აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 483 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 483 პირს დაუდგინდა,
ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპისთვის, გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 71 პაციენტი მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი იმყოფება, მათ შორის, 15 მძიმე მდგომარეობაშია.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 851-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 605-ს.
მასალის გამოყენების პირობები