აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 146 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე ცნობით,
გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ამჟამად, გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 80 პაციენტი მკურნალობს, 23 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 42 პაციენტი იმყოფება, მათ შორის, 15 მძიმე მდგომარეობაშია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში ინფიცირების 50 558 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 637 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები