Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 12 101 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა
14 764 პირი, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა - 659, იმერეთი - 1 935, ქვემო ქართლი - 578, შიდა ქართლი - 918, გურია - 471, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 801, კახეთი - 795, მცხეთა-მთიანეთი - 340, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 136.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 127 270, საიდანაც 5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 565 769.
მასალის გამოყენების პირობები