22 წლის ზუგდიდელი სტუდენტი მათე ჭანტურია უკრაინაში მოხალისედ დღეს ჩავიდა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა.
ინფორმაცია ამის შესახებ
რადიო "ათინათს" მისმა დამ მარიამ ჭანტურიამ დაუდასტურა. მარიამი ამბობს, რომ ოჯახი მათეს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო და მათ სიმართლე მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა უკრაინაში ჩავიდა.
"დედას უთხრა, რომ მარტყოფში სწავლებებზე იყო. თავიდანვე აქტიურად გულშემატკივრობდა უკრაინას, უკრაინელ ხალხს, აქციებში იყო ჩართული და ასე შემდეგ. ჩვენს საოჯახო სასტუმრო გვაქვს და უკრაინელ სტუმრებს ვიღებთ. რა თქმა უნდა, ძალიან გვეამაყება, მაგრამ თან შიშით ვუყურებთ ამ ყველაფერს. თვითონ გვამხნევებს და გვწერს, რომ არაფერი არ არის საშიში, რომ იმას გააკეთებს, რაც იქ საჭირო იქნება", - გვითხრა მარიამმა.
მათე ჭანტურია ფსიქოლოგიას სწავლობს და მესამე კურსის სტუდენტია. მანამდე უკრაინაში
მოხალისედ სოხუმელი პოეტი თემურ ელიავა და მომღერალი ბუბა სორდიაც გაემგზავრნენ. უკრაინაში ქართულ ლეგიონს არაერთი ზუგდიდელი მებრძოლი შეურთდა.
მასალის გამოყენების პირობები