ახალი ამბები
პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრისთვის პატიმრობას ითხოვს
საქართველოს პროკურატურა გახარიას პარტია „საქართვერთველოსთვისა“ და წალენჯიხის საკრებულოს წევრისთვის გელა აბულაძისითვის სასამართლო პროცესზე წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამავე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ა საგამოძიებო უწყებამ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა. მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც გ.ა.-მ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება. კერძოდ, წალენჯიხის საკრებულოს წევრის დედამ - 9.858 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკრებულოს წევრის დამ - 11.145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბიძაშვილებმა - ორი მიწის ნაკვეთი, თითოეული 12.500 -12.500 კვ.მ. იმავე პერიოდში, გ.ა.-სთან დასაქმებულმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა დაირეგისტრირეს 54.080 კვ.მ.ფართობის-5 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ნაწილი საკრებულოს წევრმა მალევე, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის შპს „ლეგის“ სახელზე გადაიფორმა და სწორედ ამ კომპანიის სარგებლობაში მოექცა სახელმწიფოსგან თაღლითურად მიტაცებული მიწები.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, თაღლითური გზით დაუფლებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრის 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და კიდევ 8 პირს წ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერში წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 341-ე მუხლით (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება და სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს თ.ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, სხვა ბრალდებულების მიმართ კი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებას, ადვოკატის ინფორმაციით, ის ბრალს არ აღიარებს. პარტიაში კი აბულაძის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.