საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა
საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion),
ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, კითხვარი მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ლუქსემბურგში გადასცა.
"ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
ეს არის ლოგიკური და ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები