აბაშაში, 42 წლის გიორგი კიკაბიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ამ დროისთვის აბაშის პოლიციის განყოფილებაში
დაკარგული მამაკაცის დედა იკითხება. ოჯახსა და ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვთ.
მეზობლების თქმით გიორგი კიკაბიძე დედას წუხელ, საღამოს საათებში ესაუბრა და უთხრა, რომ სახლში მალე მივიდოდა. ამის შემდეგ, მისი ტელეფონი გაითიშა და მამაკაცთან კონტაქტი გაწყდა.
მასალის გამოყენების პირობები