აბაშაში გუშინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პოლიციამ ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა გიორგი კიკაბიძის გარდაცვალების მიზეზი.
მას ოჯახის წევრები და ახლობლები გუშინ საღამოდან
ეძებდნენ.
შს სამინისტრომ გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით
დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები